ვილნიუსიდან დაბრუნების შემდეგ, თემურ ქეცბაიასა და გიორგი ლორიას შორის დინამო თბილისის ბაზაზე დაძაბული საუბარი შედგა.
Geo Team-ის ინფორმაციით, თემურ ქეცბაიამ დინამო თბილისიდან გიორგი ლორიას გაშვება გადაწყვიტა.
გადაწყვეტილების შესახებ მთავარმა მწვრთნელმა გუნდს თეორიაზეც აცნობა.
ამ მომენტისთვის უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს დინამო თბილისის ხელმძღვანელობა.
ქეცბაია და ლორია ერთად 2009-2014 წლებში ერთად საქართველოს ნაკრებში, 2019-2022 წლებში კი ანორთოსისშიც მუშაობდნენ.
მწვრთნელის და ფეხბურთელის მრავალწლიანი ურთიერთობა ჟალგირისთან 2:7 მარცხის შემდეგ დაიძაბა.