დინამო თბილისი, კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში, ჟალგირის ვილნიუსს დღეს სტუმრად ხვდება.
თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, დინამოელებმა მეტოქე 3:0 დაამარცხეს - გოლები კურდიჩის, ლეო სანტოსისა და უგრეხელიძის ანგარიშზეა.
წყვილში გამარჯვებული შემდეგ ეტაპზე ხორვატულ ჰაიდუკ სპლიტს ან კვიპროსულ პაფოსს შეხვდება. ხორვატებმა შინ 2:0 მოიგეს და დღეს კვიპროსზე ითამაშებენ.
ჟალგირის ვილნიუსისა და დინამო თბილისის მატჩი 21:00 საათიდან (საქართველოს დროით), 5000-იან LFF Stadionas-ზე ჩატარდება. არბიტრი ჩრდილოეთ მაკედონიელი ვლატკო ილიოსკია.