VIDEO: ჰოლივუდის ვარსკვლავის გუნდი დამარცხებულია - როგორი შეფასება მიიღო მამარდამ?
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გიორგი მამარდაშვილის ლივერპულმა, პრემიერ ლიგის საზაფხულო სერიის ეგიდით, კიდევ ერთი მატჩი ჩაატარა და ამჯერად ვრექსემს დაუპირისპირდა.
ლივერპულმა თამაში ასეთი თერთმეტეულით დაიწყო: მამარდაშვილი, რემზი, ნდუკვე, ჩემბერსი, კერკეზი, ნიონი, შობოშლაი, აბე, ელიოტი, სკალონი, კუმასი.
შეხვედრის ერთადერთი გოლი, 75-ე წუთზე, რიო ნგუმოამ გაიტანა, რის შემდეგაც მამარდაშვილი ეგრევე შეცვალეს და კარში 22 წლის ჰარვი დეივისი დადგა.
ამ მატჩისთვის მამარდამ ლივერპულის რიგებში საუკეთესო, 7.6 შეფასება მიიღო.
ალისონ ბეკერი, მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, შვებულებაშია და გუნდს მომავალი კვირის დასაწყისში დაუბრუნდება, რათა ამერიკულ ტურნეში გაემგზავროს.
ცნობისთვის, ვრექსემი რაიან რეინოლდსის გუნდია - კანადელ-ამერიკელი მსახიობი თანამფლობელი და პრეზიდენტია. წითელი დრაკონები ამჟამად ინგლისის რანგით მე-2 დივიზიონ ჩემპიონშიფში გამოდიან.
ლივერპული, 3 აგვისტოს, ლიდსს შეხვდება, რის შემდეგაც ამერიკაში გაემგზავრება და იქ კიდევ 3 ამხანაგურ თამაშს ჩაატარებს - მონაკოსთან და კომოსთან (2-ჯერ). პრემიერ ლიგას 23 აგვისტოს, ნიუკასლთან გასვლითი მატჩით იწყებენ.