VIDEO: ლევსკისთან ბრძოლა მარცხით დასრულდა - სად გადაინაცვლებს მექვაბიშვილის გუნდი?
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ანრი მექვაბიშვილის უნივერსიტატეა კრაიოვა ჩემპიონთა ლიგის 2026-27 წლების სეზონის საკვალიფიკაციო ეტაპს გამოეთიშა.
შესარჩევის მე-2 რაუნდში, რუმინეთის ჩემპიონის მეტოქე ბულგარეთის ჩემპიონი, ლევსკი სოფია გახლდათ - სოფიაში მასპინძლებმა 1:0 მოიგეს, გუშინ კი 2:2 ითამაშეს და მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს.
მექვაბიშვილის, ტრადიციულად, კრაიოვას ძირითადში იყო და 77-ე წუთამდე ითამაშა. მისი გუნდი, მე-16 წუთისთვის, 0:2-ს აგებდა, თუმცა მეორე ნახევრის დასაწყისშივე, 48-ე წუთზე გათანაბრება შეძლეს და კიდევ ერთი გოლი სჭირდებოდათ, თუმცა ვერ შეაგდეს.
შესაბამისად, უნივერსიტატეა კრაიოვამ ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლა და ფინურ კუპსს შეხვდება.
შეგახსენებთ, უნივერსიტატეა კრაიოვა რუმინეთის ჩემპიონი 35-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად გახდა. საერთოდ, 2025-26 წლების სეზონი საშინაო ტრებლით დაასრულა - ჩემპიონატთან ერთად, ქვეყნის თასი და სუპერ თასი მოიგო.