VIDEO: კლაკსვიკი დაამარცხეს - სად გავიდა თოლორდავას გუნდი?
5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ანტონ თოლორდავას კაუნო ჟალგირისი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-3 რაუნდში გავიდა.
ლიეტუვის ჩემპიონმა ფარერების კუნძულების ჩემპიონ კლაკსვიკს, სტუმრად ნათამაშები 0:0-ის შემდეგ, შინ 1:0 მოუგო და მომდევნო ეტაპის საგზური გაიფორმა.
თოლორდავამ მატჩი სრულად ჩაატარა და 37-ე წუთზე ყვითელი ბარათი დაიმსახურა. ერთადერთი გოლი 85-ე წუთზე, ლეონ კრეკოვიჩმა გაიტანა.
კლაკსვიკთან გამარჯვებამდე, ჟალგირისმა გათამაშებას კოსოვოური დრიტა გამოთიშა, მე-3 რაუნდში კი ხორვატულ დინამო ზაგრებს შეხვდება და რომც დამარცხდეს, კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში განაღდებული აქვს.
4 აგვისტოს გუნდები ხორვატიაში ითამაშებენ, ხოლო 11-ში ლიეტუვაში დაუპირისპირდებიან.