პრემიერ ლიგის მე-11 ტურში ლივერპულმა საკუთარ მოედანზე ასტონ ვილა დაამარცხა.
შეხვედრა ენფილდზე გაიმართა და ლივერპულის გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.
მე-20 წუთზე მო სალაჰის პასით ანგარიში დარვინ ნუნიესმა გახსნა, 84-ზე კი ეგვიპტელმა თავად შეძლო თავის გამოჩენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ლივერპულმა უახლოესი მდევრის, მან სიტის მორიგი ფეხის დაცდენით ისარგებლა, 28 ქულა დააგროვა და მეორე ადგილთან 5-ქულიანი ჰანდიკაპი შეიქმნა.
ასტონ ვილამ ზედიზედ მე-3 მოუგებელი მატჩი ჩაატარა და 18 ქულით მე-8 პოზიციას იკავებს.