ბრაზილიური ბოტაფოგოს მიერ ახლახანს დათხოვნილმა, დავიდე ანჩელოტიმ, შესაძლოა, ახალი სამსახური იტალიის სერია A-ს ერთ-ერთ აუტსაიდერ გუნდში იშოვნოს.
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, პიზას ხელმძღვანელები ალბერტო ჯილარდინოს გაშვებაზე სერიოზულად ფიქრობენ, ერთ-ერთ მთავარ კანდიდატურად კი სწორედ უმცროს ანჩელოტის განიხილავენ.
პიზას ჩემპიონატის 16 ტურის შემდეგ 11 ქულა აქვს და ცხრილის ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა, რაც ჯილარდინოს ნდობის მანდატის სისუსტეზე ნათლად მიუთითებს.
პიზელებმა გასულ ტურში კალიარისთან ქულა ბოლო წუთებზე გადაარჩინეს - ასე რომ არ მომხდარიყო, დიდი შანსია, ჯილარდინო პოსტზე უკვე აღარ ყოფილიყო. გუნდი მომდევნო ტურში იუვენტუსს ხვდება და თუკი წააგებს, ახალგაზრდა სპეციალისტს გაუშვებენ.
დავიდე ანჩელოტი ბოტაფოგოს მთავარ მწრთნელად ივლისში დაინიშნა და გუნდს ბრაზილიის სერია A მე-6 ადგილზე დაასრულებინა - 17 დეკემბერს გაათავისუფლეს.