NBA-ის ინსაიდერი ჟურნალისტის, შამს ჩარანიას ინფორმაციით, დეანდრე აიტონმა ლოს ანჯელეს ლეიკერსთან კონტრაქტი შეათანხმა.
პორტლენდიდან ლოს ანჯელესში გადასული მოთამაშე მომავალ სეზონში 34 მილიონ დოლარს მიიღებს.
ლეიკერსში მაღალი მოთმაშის საჭიროება ენტონი დევისის წასვლის შემდეგ იდგა და საბოლოოდ ლებრონ ჯეიმსსა და ლუკა დონჩიჩს ახალი გუნდელი ეყოლებათ.
დეანდრე აიტონი 2018 წელს ფინიქს სანსმა დრაფტის პირველ ნომრად აირჩია, ამავე წელს მე-3 არჩევანი სწორედ ლუკა დონჩიჩი იყო.
2023 წელს აიტონმა კარიერა პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსში გააგრძელა, ახლა კი 26 წლის მოთამაშე ლეიკერსის წევრი ხდება.