გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს უბრუნდება.
Geo Team-ის ინფორმაციით, გიორგი ჩაკვეტაძე სერია A-ს მატჩში ლაციოს წინააღმდეგ უდინეზეს განაცხადშია.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ტრავმა ივნისში, რუმინეთის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში მიიღო.
გიორგი ჩაკვეტაძე უდინეზეში უოტფორდიდან გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე გადავიდა და იტალიის ჩემპიონატში სადებიუტო მატჩისთვის უკვე მზადაა.
უდინეზესა და ლაციოს მატჩი საქართველოს დროით 22:45 საათზე დაიწყება.