ბარსელონას სპორტულმა დირექტორმა, დეკუმ, კატალონიური კლუბის აკადემიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„როგორც სპორტული დირექტორი ვალდებული ხდები, შეაფასო ის, რა გაქვს კლუბში და უკვე ამის შემდეგ გახვიდე ბაზარში საჭიროებისამებრ.
არ გჭირდება ბაზარზე გასვლა მაშინ, როცა ისეთი ფეხბურთელები გყავს, როგორებიც იამალი, კუბარსი, გავი, ალექს ბალდე ან თუნდაც მარკ კასადო არიან.
ხშირად მეუბნებიან, რომ ახალგაზრდებს ფინანსური პრობლემების გამო ვიყენებთ ასე აქტიურად, რაც ტყუილია. ახალგაზრდებს იმიტომ ვიყენებთ, რომ საკმარისად კარგები არიან. შეუძლებელია ბარსელონაში თამაშობდე და არ იყო საკმარისად კარგი.
საფეხბურთო თვისებების თვალსაზრისით ამ თაობაში ძალიან გაგვიმართლა, იმიტომ რომ რაღაც პოზიციების ჩასახურად ბაზარზე არ მოგვიწია გასვლა.
ლა მასია ძალიან დაგვეხმარა. მათ შორის იმიტომ, რომ კარგი ფეხბურთელები გაზარდა." - აღნიშნა დეკუმ.