ჩაბი ალონსომ მადრიდის რეალის მიერ ლა ლიგაში ზედიზედ მესამედ ქულების დაკარგვაზე ისაუბრა.
რეალმა სტუმრად ჟირონას ვერ მოუგო - კატალონიაში გამართული მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. პირველი ტაიმის მიწურულს მასპინძლების მიერ გატანილ გოლს კილიან მბაპემ მეორე ტაიმში თავისი პენალტით უპასუხა.
„სეზონს სხვადასხვა ეტაპები აქვს. თავიდან გასვლაზე კარგად ვთამაშობდით, ახლა კი ყველაფერი შეიცვალა.
მეორე ნახევარში ბევრად უკეთესები ვიყავით, ვიდრე პირველში. ანგარიში გავათანაბრეთ და მეორეს გატანასაც ვცდილობდით - გოლის გასატანად სამი თუ ოთხი კარგი შანსი გვქონდა.
რეალში მაღალი სტანდარტებია დაწესებული და მათ უნდა შეესაბამებოდე, სეზონი ძალიან გრძელია.
ფეხბურთელების მიმართ არანაირი პრეტენზია არ მაქვს, მათ გაშვებულ გოლზე სწორი რეაქცია გამოავლინეს. ერთიანები და თვითკრიტიკულები უნდა დავრჩეთ და ამავდროულად გასვლაზე მოგებაც უფრო მოვინდომოთ." - აღნიშნა ჩაბი ალონსომ.