უსმან დემბელემ ფრანგული ფეხბურთის ისტორია გადაწერა.
ფრანგმა ფეხბურთელმა ლამინ იამალს აჯობა და 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
დემბელე გახდა ისტორიაში მე-6 ფრანგი ფეხბურთელი, რომელმაც ოქროს ბურთის მოგება შეძლო.
აქამდე, ეს ჯილდო მხოლოდ რაიმონ კოპას, მიშელ პლატინის (3), ჟან-პიერ პაპენს, ზინედინ ზიდანს და კარიმ ბენზემას ჰქონდათ მოგებული.
28 წლის შემტევი 2025 წელს ლეგენდების სიას შეუერთდა.