ზინედინ ზიდანმა საფრანგეთის ნაკრებში საკუთარი ხელწერის დატოვება პირველივე შეკრებაზე დაიწყო და დიდიე დეშამის დროინდელი წესები სრულად შეცვალა.
გამოცემა FootMercato-ს ინფორმაციით, კლერფონტენში ფეხბურთელების ჩასვლის ტრადიციული პარადა გაუქმდა. ტრავმირებული მოთამაშეები კლერფონტენში გამოცხადებას აღარ საჭიროებენ - მათი მდგომარეობა პირდაპირ კლუბებთან მოგვარდება.
სავარჯიშო პროცესმა მიშელ პლატინის სახელობის მოედანზე გადაინაცვლა, რომელსაც დეშამის დროს იშვიათად იყენებდნენ. ზიდანი უშუალოდ არის ჩართული ვარჯიშების მომზადებასა და დაგეგმვაში.
ის თავადაც მონაწილეობს პროცესში, აჩვენებს ტექნიკას და ფეხბურთელებს პრაქტიკულ რჩევებს აძლევს.
ზიზუსგან სრულიად განსხვავებული მიდგომა უკვე თვალსაჩინოა.