კილიან მბაპეს ჰკითხეს, შეძლებს თუ არა საფრანგეთის ნაკრებში 100 გოლის გატანას.
ამჟამად თავდამსხმელი ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირთა სიას სათავეში უდგას - მის აქტივში 106 შეხვედრაში გატანილი 66 ბურთია.
„პრობლემა ის არის, რომ არსებობს ორი ფეხბურთელი - რონალდუ პორტუგალიიდან და მესი არგენტინიდან - რომლებმაც დაამტკიცეს, რომ ეს შესაძლებელია.
ადრე რომ გეკითხათ, უარს გეტყოდით, თუმცა ახლა მათ გზა მიჩვენეს. ასე რომ, რატომაც არა? - განაცხადა რეალის თავდამსხმელმა.