როდრი ფეხბურთის ასოციაციის (FA) მხრიდან დისკვალიფიკაციით დაისაჯა, მას შემდეგ რაც მანჩესტერ სიტის ნახევარმცველი პრემიერ ლიგის მსაჯების შესახებ გაკეთებული კომენტარების გამო არასპორტულ ქცევაში დაადანაშაულეს.
თებერვლის დასაწყისში მანჩესტერ სიტიმ ტოტენჰემთან მატჩში ორი გოლის უპირატესობა გაანიავა და შეხვედრა 2:2 დასრულდა, რის შემდეგაც როდრიმ მწვავე განცხადება გააკეთა.
პეპ გვარდიოლას მანამდე არაერთხელ ჰქონდა გაკეთებული კომენტარი იმის შესახებ, თუ როგორ ეპყრობიან მსაჯები სიტის მისი კლუბში 10-წლიანი მუშაობის განმავლობაში. ტოტენჰემთან თამაშის შემდეგ ავსტრალიურ მაუწყებელ Stan Sport-თან საუბრისას როდრიმ თავისი მწვრთნელის მოსაზრებები გაიზიარა.
„ვიცი, რომ ძალიან ბევრს ვიგებთ და ხალხს არ უნდა, რომ მოვიგოთ, მაგრამ მსაჯი ნეიტრალური უნდა იყოს და ჩემთვის, გულწრფელად რომ ვთქვა, ეს სამართლიანი არ არის.
ეს არ არის სამართლიანი, რადგან ასეთ სიტუაციებში ძალიან ბევრს ვშრომობთ და ახლა ასეთი გადაწყვეტილებების მიღების პირობებში ჩვენ უბრალოდ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი გზა.“ - განაცხადა ესპანელმა ნახევარმცველმა.