23 აგვისტოს რომან დოლიძე UFC-ის ქვემძიმე წონის (93 კგ) ორთაბრძოლაში რეინიერ დე რიდერს დაუპირისპირდება.
საინტერესოა, მებრძოლების შედარება რიცხვებში:
ქართველის MMA რეკორდი 15 მოგებასა და 5 წაგებას ითვლის, ნიდერლანდელს კი 21 მოგება და 4 წაგება აქვს.
ორივე მათგანი გამოცდილია, რომან დოლიძე 38 წლისაა, დე რიდერი კი - 35 წლის.
ასევე ორივე მებრძოლი მაღალია, ქართველი 191 სანტიმეტრი სიმაღლისაა, ნიდერლანდელი კი - 193 სანტიმეტრი.
რომან დოლიძის წვდომი 193 სანტიმეტრი არის, რეინიერ დე რიდერის კი - 198 სანტიმეტრი.
ბრძოლის კვირა - რომან დოლიძე ქვემძიმე წონაში ბრუნდება