23 აგვისტოს რომან დოლიძე UFC-ის ქვემძიმე წონის ორთაბრძოლაში რეინიერ დე რიდერს დაუპირისპირდება.
ქართველი მებრძოლი აქამდე საშუალო წონაში ასპარეზობდა, თუმცა მან UFC-ში ბრძოლა სწორედ ქვემძიმე დივიზიონში დაიწყო.
დოლიძის დებიუტი ამ წონაში და ზოგადად ორგანიზაციაში 2020 წლის ივლისში ხადის იბრაგიმოვის წინააღმდეგ შედგა, რომელიც პირველი რაუნდის ნოკაუტით დაამარცხა.
იმავე წლის დეკემბერში რომანი ჯონ ალენს დაუპირისპირდა და სამრაუნდიან დაპირისპირებაში მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.
შემდეგ დოლიძემ საშუალო წონაში გადაინაცვლა, თუმცა 2024 წელს ერთი ბრძოლა მაინც ჩაატარა ერთი დივიზიონით მაღლა, კერძოდ ქართველი ენტონი სმიტს დაუპირისპირდა, რომელსაც სამრაუნდიან ბრძოლაში გადაწყვეტილებით აჯობა.
2 წლის შემდეგ კი 38 წლის ქართველი ისევ ბრუნდება ქვემძიმე წონაში, სადაც ნიდერლანდელი რეინიერ დე რიდერს შეხვდება.
ბრძოლის კვირა - რომან დოლიძე ქვემძიმე წონაში ბრუნდება