მერაბ დვალიშვილის, საბა ლაზიშვილისა და ნურმაგომედოვების შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება.
გავრცელებული ცნობით, ნურმაგომედოვების გუნდის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, 300 000 დირჰამის (არაბთა გაერთიანებული საამიროების ვალუტა) ოდენობის ჯარიმა და დეპორტაცია მიესაჯათ.
რაც შეეხება მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს, ისინი 50-50 ათასი დირჰამის ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს, რომელსაც Real American Freestyle-ის ორგანიზაცია (RAF) გადაიხდის.
ცოტა ხნის წინ მერაბსა და საბაზე ინფორმაცია ზვიად ლაზიშვილმაც გაავრცელა და ისაუბრა, თუ როდის გაათავისუფლებენ ქართველებს.
როდის გათავისუფლდებიან მერაბი და საბა? - ახალი ინფორმაცია