• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
დვალიშვილი VS ო'მალი - ბრძოლა, რომელიც დივიზიონის ისტორიაში შევა
ქართულიქართული
UFCUFC

დვალიშვილი VS ო'მალი - ბრძოლა, რომელიც დივიზიონის ისტორიაში შევა

14 სექ, 2024 · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

UFC-ის ფერადი ჩემპიონი შონ ო'მალი წონის პირველ ნომერ მერაბ დვალიშვილს სუპერმსუბუქი წონის ტიტულისთვის დაუპირისპირდება.


წინა წლის აგვისტოში მეორე რაუნდში ალჯამაინ სტერლინგთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ო'მალიმ თავის კარიერაში ერთადერთი მარცხის რევანში აიღო და თავისი პირველი ტიტულის დაცვისას მარლონ "ჩიტო" ვერა ხუთრაუნდიან ბრძოლაში გადაწყვეტილებით დაამარცხა და მისი კარიერული რეკორდი 18-1 გახდა. 29 წლის მებრძოლი ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი სტრაიკერია დღევანდელ UFC-ში, მას საოცრად სწრაფი და დროული დარტყმები აქვს, რომელსაც ფეხით მუშაობასაც ამატებს.


როგორ გახდა შონ ო'მალი UFC-ის ჩემპიონი?


ალბათ წარმოუდგენელია იმაზე ფიქრი, რომ დვალიშვილი თავისი კარიერა UFC-ში ზედიზედ 2 მარცხით დაიწყო, შემდეგ კი ტერიონ უეირი და ბრედ კატონა დაამარცხა. ბოლო 3 წელიწადში კი მას 10-ბრძოლიანი მოგებათა სერია აქვს, რომელიც ჟოზე ალდოსთან, პიოტრ იანთან და ჰენრი სეხუდოსთან დომინანტურ გამარჯვებებს მოიცავს. The Machine გამოირჩევა თავისი გრეპლინგის უნარებით, რომლითაც მეტოქეებს ანგრევს და ამ ყველაფერს მისი მუდმივად გაუმჯობესებული სტრაიკინგიც ემატება.


მერაბ დვალიშვილი - საჩემპიონო ფინიშის ხაზზე


ეს ორი მებრძოლა ერთმანეთს მას შემდეგ უტრიალებს, რაც ო'მალი სტერლინგს დაუპირისპირდა, რომელიც დვალიშვილის ერთ-ერთი ახლო მეგობარი და სპარინგ პარტნიორია. გარდა პირადი დაპირისპირებისა მათ შორის, ეს ასევე სტილისტიკური დაპირისპირებაა.


შედეგის მიუხედავად, UFC 306-ზე გასამართი მთავარი ბრძოლა დივიზიონის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი იქნება, რომელიც სუპერმსუბუქი წონის მომავალს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს.


ფოტოისტორია: დვალიშვილი VS ო'მალი - საცერემონიო აწონვები შედგა


ამავე ღონისძიების მეინ ქარდზე ასევე შემდეგ ბრძოლებს ვიხილავთ:


რონალდო როდრიგესი - ოდ ოსბორნი

დანიელ ზელჰუბერი - ესტებან რიბოვიქსი

ბრაიან ორტეგა - დიეგო ლოპესი

ალექსა გრასო - ვალენტინა შევჩენკო

შონ ო'მალი - მერაბ დვალიშვილი


UFC 306-ის მეინ ქარდი 15 სექტემბერს 06:00 საათზე დაიწყება.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

მერაბ დვალიშვილი
MMA
საქართველო
შონ ო'მალი
UFC

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

საბმიშენიიი - მანქანა შეუჩერებელია! მერაბ დვალიშვილმა ქამარი დაიცვა

•ქართული

ქართული

საბმიშენიიი - მანქანა შეუჩერებელია! მერაბ დვალიშვილმა ქამარი დაიცვა
•ქართული

ქართული

ჰარისონი ახალი ჩემპიონია, ნუნიესი ბრუნდება

•UFC

UFC

ჰარისონი ახალი ჩემპიონია, ნუნიესი ბრუნდება
•UFC

UFC

ზედიზედ მე-13 გამარჯვება - დვალიშვილი ლეგენდების სიაში!

•ქართული

ქართული

ზედიზედ მე-13 გამარჯვება - დვალიშვილი ლეგენდების სიაში!
•ქართული

ქართული

VIDEO: "ჩემპიონები ვართ" - დვალიშვილისა და ჰარისონის შეხვედრა

•ქართული

ქართული

VIDEO: "ჩემპიონები ვართ" - დვალიშვილისა და ჰარისონის შეხვედრა
•ქართული

ქართული

News image

37 წთ წინ

საბმიშენიიი - მანქანა შეუჩერებელია! მერაბ დვალიშვილმა ქამარი დაიცვა

News image

1 სთ წინ

ჰარისონი ახალი ჩემპიონია, ნუნიესი ბრუნდება

News image

19 წთ წინ

ზედიზედ მე-13 გამარჯვება - დვალიშვილი ლეგენდების სიაში!

News image

6 წთ წინ

VIDEO: "ჩემპიონები ვართ" - დვალიშვილისა და ჰარისონის შეხვედრა