-
Aa
+
ფონტის ზომა
განახლებადი სტატია
მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარს შონ ო'მალის წინააღმდეგ 2025 წლის 7 ივნისს, UFC 316-ზე დაიცავს. დაპირისპირება ნიუ-ჯერსიში გაიმართება და მერაბისა და ამერიკელი ო'მალის დაპირისპირება ღონისძიების მთავარი ბრძოლა იქნება.
შეგახსენებთ, რომ ო'მალის ქართველი მებრძოლი 2024 წლის სექტემბერში უკვე დაუპირისპირდა და სწორედ მისი დამარცხებით გახდა სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი.
12 აპრილი
საჩემპიონო რევანშის წინ მერაბ დვალიშვილსა და შონ ო'მალის შორის პირველი პირისპირ დგომი შედგა.
4 აპრილი
შონ ო'მალიმ თავის პოდკასტში მერაბ დვალიშვილთან საჩემპიონო რემატჩზე ისაუბრა.
"მერაბთან რემატჩი ოფიციალურია და ვფიქრობ, ხალხი ძალიან ბედნიერი არ იქნება ამის გამო.
ბოლო ბრძოლის მოსამზადებელ კემპში საზარდული მაწუხებდა და სერიოზული ტკივილები მქონდა, მაგრამ ვარჯიში შემეძლო. თუმცა ასეთ სიტუაციაში ჩხუბი იდეალური არ არის, განსაკუთრებით აბსოლუტური მანქანის წინააღმდეგ.
თუ ისე მომზადება გავაგრძელე, როგორც ბოლო კვირებში ვვარჯიშობდი, 70%-ით უკეთესად ვიჩხუბებ, ვიდრე პირველ ბრძოლაში და ჩემს სრულ პოტენციალს გამოვავლენ. უფრო მოძრავი და უკეთეს ფორმაში ვიქნები. ფიზიკურად ასე კარგად თავი 2022 წლის შემდეგ არ მიგრძვნია.
იმის გათვალისწინებით თუ როგორ ვგრძნობდი თავს, როგორც პირველ ბრძოლაში ვიჩხუბე, მიხაროდა, ეს იდეალური არ იყო, მე არ მომიგია, მაგრამ ვფიქრობ, რომ არც უნდა მომეგო. ეს რემატჩი კი უნდა შემდგარიყო, აქ გამარჯვება უფრო გიჟური იქნება."
ო'მალიმ ისიც დაამატა, რომ მერაბთან მარცხის შემდეგ მან ცხოვრების სტილი შეცვალა, რაც სოციალური მედიის ყოველდღიურობიდან ამოღებაში, მარიხუანას მოხმარებისა და ვიდეო თამაშების შეწყვეტაში გამოიხატა.
"ჩემს ცხოვრებაში ბევრე რამე შეიცვალა, რაც ჩემს პერფორმანსზე გავლენას იქონიებს.
შემდეგ ბრძოლაში თავდაჯერებული ვიქნები, რადგან სწორედ ეს მომიტანს გამარჯვებას. ვიცი, რომ ფავორიტი არ ვარ და ყველა ჩემს ჩამოწერას აპირებს, როგორც ალჯამაინ სტერლინგთან დაპირისპირებაში."
ო'მალიმ მერაბ დვალიშვილის მიმართ მადლიერება გამოხატა.
"მერაბი კარგი ადამიანია. მისი ყოველთვის მადლიერი ვიქნები იმის გამო, რომ დამამარცხა.
მან არა მარტო უკეთესი მებრძოლი, არამედ უკეთესი ადამიანი გამხადა. წაგება უცნაური რამეა. მიუხედავად გასაჭირისა, გაზრდის შესაძლებლობა გეძლევა და ეს უნდა გამოიყენო." - განაცხადა ამერიკელმა.
შონის ამ ნათქვამს თავად დვალიშვილიც გამოეხმაურა სოციალურ ქსელში: "გააგრძელე ცუდი ლაპარაკი. მჭირდება, რომ ისევ გაგიბრაზდე."
დიდხნიანი ლოდინის შემდეგ უკვე ოფიციალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მერაბ დვალიშვილმა სატიტულო შანსი მიიღო და UFC-ის საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოლებს.
UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა UFC Noche-ს ღონისძიების ბრძოლები გამოაცხადა, რომელიც 15 სექტემბერს გაიმართება.
ღონისძიების მთავარი ბრძოლა კი სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონ შონ ომალისა და ამავე წონის რეიტინგის პირველ მებრძოლ მერაბ დვალიშვილს შორის გაიმართება.
დიდხნიანი გამოწვევებისა და მითქმა-მოთქმის შემდეგ უკვე ზუსტად ვიცით, სად და როდის იბრძოლებს მერაბი ტიტულისთვის და შეეცდება UFC-ის მეორე ქართველი ჩემპიონი გახდეს.
UFC Noche ლას ვეგასში, სფეროში გაიმართება. ამავე ღონისძიებაზე ალექსა გრასო ვალენტინა შევჩენკოს, დიეგო ლოპესი კი ბრაიან ორტეგას დაუპირისპირდება.
21 აგვისტო
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მას თვალის არეში დაზიანება აქვს მიღებული.
"დამშვიდდით - ყველაფერი კარგადაა - უბრალოდ ვარჯიშზე პატარა დაზიანება მივიღე. ბრძოლიდან არასდროს ჩავხსნილვარ - და არც არასდროს ჩავეხსნები. ო'მალი მოვდივარ - იმაზე ძლიერი, ვიდრე ოდესმე. Vamos!" - წერს მერაბი Instagram-ზე.
აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმაც გააკეთა.
"მთელმა მსოფლიომ იცის მერაბის დაზიანებაზე, რომელიც დაპოსტა. რატომ უნდა გინდოდეს, ო'მალიმ გაიგოს ამის შესახებ. ეს ბოლო დონის დაუჯერებელი სისულელეა." - განაცხადა უაითმა.
22 აგვისტო
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა შონ ო'მალიმ თავის მომავალ მეტოქე მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა.
"არ ვფიქრობ, რომ ის ჩემს ჭიდაობას გამოცდის. მჯერა, რომ მას მალევე გავთიშავ. თუ მერაბის ყბა მოვძებნე, ისე როგორც ჩიტოსი და ალჯოსი , მაშინ მას გავთიშავ.
მერაბს დიდი თავი და ცხვირი აქვს და აცილება რთული იქნება, რომც არ ვცადო, შემთხვევით მაინც მოვარტყამ." - განაცხადა ამერიკელმა მებრძოლმა ESPN-თან საუბარში.
25 აგვისტო
საჩემპიონო ბრძოლის მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო იძაბება სიტუაცია მერაბ დვალიშვილსა და შონ ო'მალის შორის.
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა სოციალურ ქსელში შემდეგი რამ დაწერა:
"ყველა ქართველი უსუსურია?" - ამერიკელმა ამ ტექსტის გასწვრივ მერაბ დვალიშვილი და ილია თოფურია მონიშნა.
მოგვიანებით ო'მალის პასუხი ასევე სოციალური ქსელის მეშვეობით მერაბ დვალიშვილმა გასცა.
"ჩემ მიმართ უპატივცემულობა გინდა - ეს ერთი ამბავია - ჩვენ პროფესიონალურად ამას ოქტაგონში გადავწყვეტთ. მაგრამ ახლა შენ და შენმა მწვრთნელმა ზღვარი გადაკვეთეთ და ჩემი ქვეყნის მიმართ გამოხატეთ უპატივცემულობა. ამისთვის გადაიხდი, როცა ოქტაგონს გარეთ შეგხვდები." - წერს ქართველი მებრძოლი X-ზე.
28 აგვისტო
UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა მერაბ დვალიშვილის მორიგ გავრცელებულ ვიდეოზე გააკეთა კომენტარი.
"ის საოცარია, არა? ვფიქრობ, უბრალოდ ნერვებს მიშლის. რაც უნდა, ის გააკეთოს. ამ ტიპმა პატარა ნაკერები ბუჩქის საკრეჭი მაკრატლით მოიშორა, რომელსაც მებაღეები იყენებენ ხოლმე."
ვიდეოში ჩანს, თუ როგორ იშორებს მერაბი ნაკერებს დიდი მაკრატლის გამოყენებით.
5 სექტემბერი
შონ ო'მალიმ მერაბ დვალიშვილთან ბრძოლის წინ თავის სტრატეგიაზე ისაუბრა.
"მერაბს 100%-ით გავუხსნი ჭრილობას, მიუხედავად იმისა, მორჩენილი აქვს თუ არა. დაზიანება მარცხენა თვალთან აქვს და ჩემი მარჯვენა მას აუცილებლად მოხვდება.
არ ვიცი, როგორ მოურჩება ეს დაზიანება, ასეთი ჭრილობა არასდროს მქონია და ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მე მას დავუმიზნებ.
შეიძლება ჭრილობამდე მას ცხვირში მოხვდეს, მისი ცხვირი სახის 85%-ს იკავებს, ამიტომ შევეცდები ცხვირში და ჭრილობაზე მოვარტყა." - განაცხადა ამერიკელმა.
9 სექტემბერი
შონ ო'მალი დარწმუნებულია, რომ მერაბ დვალიშვილის დანოკაუტებას შეძლებს.
„დვალიშვილის მთავარი კოზირი კარდიოა, მაგრამ ის არაფერს არ ნიშნავს, თუ მეორე რაუნდში გაგთიშავენ.
ის დიდ შეცდომას დაუშვებს, თუ დგომში ჩხუბს გადაწყვეტს ჩემთან. თუმცა, პარტერში გადაყვანის მცდელობაც წყალში ჩაუვარდება.
მერაბს შეუძლია თავად აირჩიოს, როგორი გზით გადაეშვას ნოკაუტში." - აღნიშნა ამერიკელმა.
10 სექტემბერი
მერაბ დვალიშვილმა თავის საჩემპიონო ბრძოლასა და მის მეტოქეზე ისაუბრა.
"ო'მალი ნამდვილად კარგი სტრაიკერია. ის მოხერხებულია, ფეხებით კარგად მუშაობს, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ის თავისი სტილით ჩემზე იმოქმედებს. ვფიქრობ, მას დავანგრევ. დავიჭერ და დავანგრევ.
მე წონის N1 კანდიდატი ვარ. ვიბრძვი ქამრისთვის და კარგი ვარ ყველაფერში, სტრაიკინგშიც კი, როცა ეს მჭირდება. მე ჟოზე ალდო დავამარცხე. მას თეიქდაუნს ვერ ვუკეთებდი და ისე მოვუგე. ეს ნიშნავს, რომ სტრაიკინგიც შემიძლია." - უთხრა დვალიშვილმა კევინ იოლს.
12 სექტემბერი
მოახლოებული UFC 306-ის წინ მერაბ დვალიშვილმა პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა.
"ჩემი ქვეყანა ჩემთვის რელიგიაზე მეტია. ბრძოლაც იმიტომ დავიწყე, რომ ჩემი ქვეყანა წარმედგინა. ეს ჯანსაღი შეჯიბრია. ჩვენ ამას ვაკეთებთ და როცა ვიღაც, არ აქვს მნიშვნელობა ვინ, შენი ოჯახისა და ქვეყნის მიმართ უპატივცემულობაც გამოხატავს, უნდა გაბრაზდე. თუ კაცი ხარ, უნდა გავრაზდე. მე მისთვის სახეში შემორტყმა მინდოდა." - განაცხადა ქართველმა მებრძოლმა.
მერაბ დვალიშვილის სატიტულო ბრძოლის მეტოქემ, შონ ო'მალიმ, ქართველთან ბრძოლის წინ საინტერესო განცხადება გააკეთა.
„ისე ვიტყვი, რომ ცალკე მონაკვეთად ამოჭრან და მერაბს აჩვენონ. ვფიქრობ, მერაბი ამას ნახავს. მიმაჩნია, რომ უმარ ნურმაგომედოვი სატიტულო ბრძოლას უფრო იმსახურებდა, ვიდრე დვალიშვილი. რეალურად ასე არ ვფიქრობ, მაგრამ მგონია, რომ ამის ნახვის შემდეგ, დვალიშვილი განრისხდება. მას უმართან რაღაც პრობლემა აქვს. მერაბს მასზე უბრალოდ კითხვა დაუსვეს, მან კი ინტერვიუ დატოვა." - აღნიშნა ამერიკელმა მებრძოლმა.
13 სექტემბერი
მერაბ დვალიშვილსა და შონ ო'მალის შორის საჩემპიონო პირისპირ დგომი შედგა.
მერაბ დვალიშვილის საჩემპიონო ბრძოლა ახლოვდება. 15 სექტემბერს UFC 306-ზე ლას ვეგასში ქართველი სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონ შონ ო'მალის დაუპირისპირდება.
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები