• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
,,ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი" - კირიოსი მორიგ სკანდალში გაეხვა
ჩოგბურთიჩოგბურთი

,,ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი" - კირიოსი მორიგ სკანდალში გაეხვა

4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ჩოგბურთის კეთილსინდისიერების საერთაშორისო სააგენტომ (ITIA) ჩოგბურთის ანტიდოპინგური პროგრამის ფარგლებში ნიკ კირიოსს დროებითი დისკვალიფიკაცია მისცა.


კირიოსს დისკვალიფიკაცია მას შემდეგ შეუფარდეს, რაც ივნისში, მალიორკაში გამართულ ATP 250-ის ტურნირზე ჩატარებულმა საშეჯიბრო დოპინგ-ტესტმა მის ორგანიზმში კოკაინის კვალი აღმოაჩინა.


ნიკ კირიოსმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა:


„მინდოდა, ეს ამბავი პირველ რიგში ჩემგან გაგეგოთ.


ცოტა ხნის წინ მალიორკაში დოპინგ-ტესტი ჩავაბარე, რომელმაც კოკაინზე დადებითი შედეგი აჩვენა. ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი და ამაზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ.


ბოდიშს ვუხდი ჩემს გულშემატკივრებს, ოჯახს, სპონსორებსა და ყველა ჩემთვის ახლობელ ადამიანს. ყველაზე მეტად კი ბოდიშს ვუხდი ბავშვებს, რომლებიც თვალს მადევნებენ. მესმის, როგორი მაგალითია ეს მათთვის და საკუთარი თავით ძალიან იმედგაცრუებული ვარ.


თავის მართლებას არ ვაპირებ, თუმცა მსურს გარკვეული კონტექსტი მოგაწოდოთ იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაში ვიყავი. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ტრავმებმა ჩემზე უდიდესი გავლენა მოახდინა, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად.


ჩემს სხეულს აღარ შეეძლო იმის გაკეთება, რასაც გონება მისგან მოითხოვდა, ხოლო იმის გააზრება, რომ ჩემი კარიერის დასასრულს ვუახლოვდები, იმაზე ბევრად რთული აღმოჩნდა, ვიდრე ოდესმე წარმომედგინა.


ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩოგბურთი მე არ ამირჩევია, ჩოგბურთმა ამირჩია. თუმცა იმის დათმობა, რაც მთელი ჩემი ცხოვრება იყო, ერთ-ერთი ყველაზე რთული რამაა, რის წინაშეც ოდესმე აღმოვჩენილვარ. ზოგჯერ თავს უმწეოდ და მარტოდ ვგრძნობდი.


არცერთი ეს გარემოება ჩემს საქციელს არ ამართლებს.


თუმცა კარგი ის არის, რომ მომხდარი ჩემთვის სერიოზული გამოფხიზლება აღმოჩნდა. მომდევნო 28 დღის განმავლობაში სოციალურ მედიასა და საჯარო ცხოვრებას ჩამოვშორდები და საკუთარ თავზე მუშაობას დავუთმობ დროს.


გთხოვთ, ამ პერიოდში პატივი სცეთ ჩემს პირად სივრცეს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩემი ოჯახის კონფიდენციალურობას.


ბოდიშს გიხდით. საკუთარ თავზე ვიმუშავებ და უკეთესი დავბრუნდები." - წერს ავსტრალიელი ჩოგბურთელი ინსტაგრამზე.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ჩოგბურთი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

News image

09 აგვ, 2026

რა შედეგს მიაღწია გორგოძემ ტურნირის პირველ ნომერთან?

News image

13 აგვ, 2026

VIDEO: მონრეალის მასტერსის ფინალური წყვილი ცნობილია

News image

14 აგვ, 2026

VIDEO: მონრეალის მასტერსზე ამერიკული ფინალი შედგა

News image

17 აგვ, 2026

ჯოკოვიჩმა კარიერის დასრულების თარიღი დაასახელა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება

რა შედეგს მიაღწია გორგოძემ ტურნირის პირველ ნომერთან?

•ქართული

ქართული

რა შედეგს მიაღწია გორგოძემ ტურნირის პირველ ნომერთან?
•ქართული

ქართული

VIDEO: მონრეალის მასტერსის ფინალური წყვილი ცნობილია

•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

VIDEO: მონრეალის მასტერსის ფინალური წყვილი ცნობილია
•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

VIDEO: მონრეალის მასტერსზე ამერიკული ფინალი შედგა

•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

VIDEO: მონრეალის მასტერსზე ამერიკული ფინალი შედგა
•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

ჯოკოვიჩმა კარიერის დასრულების თარიღი დაასახელა

•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

ჯოკოვიჩმა კარიერის დასრულების თარიღი დაასახელა
•ჩოგბურთი

ჩოგბურთი