უეფას კონფერენს ლიგის ფაზის მეოთხე ტურში იბერია 1999-თან მარცხის (0:1) შემდეგ, ხეტაფეს გამოცდილმა მეკარემ, დავიდ სორიამ მატჩზე ისაუბრა.
სორიამ აღნიშნა, რომ ხეტაფე როგორც ლა ლიგაში (გავარდნის ზონაშია), ისე კონფერენს ლიგაზე (1 ქულა და ტურნირიდან გამოთიშვის რეალური საფრთხე) მძიმე მდგომარეობაშია:
გამოსავალს ვერ ვპოულობთ, რაც ძალიან მტკივნეულია. სხვა გზა არ გვაქვს, ამ უსიამოვნო მარცხის შემდეგ ფეხზე უნდა წამოვდგეთ. ორშაბათს გადამწყვეტი გამოცდა გველის. ნოემბერია და ვითარება სულ უფრო რთულდება. ახლა მობილიზების დროა.
მეკარემ გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა და მადლობა გადაუხადა იმ ქომაგებს, რომლებიც გუნდის მხარდასაჭერად თბილისში ჩავიდნენ:
უპირველეს ყოვლისა, გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი. ჩვენ ვერ ვაჩვენეთ ის დონე, რომელსაც ისინი შეჩვეულები არიან. ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო მათ, ვინც ჩვენს მხარდასაჭერად საქართველოში ჩამოვიდა. შევეცდებით, მათი მხარდაჭერა ლა ლიგაში ესპანიოლთან გასამართ მატჩში დავაფასოთ, თუნდაც იმისთვის, რომ დღევანდელი თამაშის შემდეგ დარჩენილი მწარე გემო ჩამოვირეცხოთ.