ჩინეთის ქალაქ ნინბოში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრმა, ნანა ხორავამ 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში B ჯგუფში იასპარეზა.
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას ხელმძღვანელობით გამოსულმა სპორტსმენმა ატაცში 109 კილოგრამი დაძლია, ხოლო აკვრაში 126 კილოგრამს გაართვა თავი.
შედეგად, ქართველმა ძალოსანმა ორჭიდის ჯამში 235 კილოგრამი დააგროვა.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ნანა ხორავას საბოლოო შედეგი A ჯგუფის ასპარეზობების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.