სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში 7 ნოემბერს ძიუდოში შერეულ გუნდებს შორის ევროპის ჩემპიონატი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები მოქმედი ჩემპიონის სტატუსით იასპარეზებს.
კონტინენტის პირველობაზე მედლებისთვის 13 ეროვნული გუნდი იბრძოლებს. საქართველოს ნაკრები ტურნირზე შემდეგი შემადგენლობით წარდგება:
კაცები:
(73 კგ) ლაშა შავდათუაშვილი, თენგო ზირაქიშვილი.
(90 კგ) ლუკა მაისურაძე, ლუკა ჯავახიშვილი.
(+90 კგ) გურამ თუშიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი.
ქალები:
(57 კგ) ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე.
(70 კგ) ნინო გულბანი.
(+78 კგ) სოფიო სომხიშვილი.