დაკარის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა მოცურავეებმა, ანასტასია მიქელაშვილმა და დაჩი მესხიშვილმა, თავისუფალი სტილით 50 მეტრ დისტანციაზე იასპარეზეს.
სამწუხაროდ, მათ კვალიფიკაციის ეტაპის გადალახვა ვერ შეძლეს.
ანასტასია მიქელაშვილმა აღნიშნული დისტანცია 28,70 წამში დაფარა და 38-ე შედეგი დააფიქსირა, ხოლო დაჩი მესხიშვილმა 24,87 წამი აჩვენა და 23-ე ადგილზე გავიდა.
მიქელაშვილი და მესხიშვილი ასპარეზობას 6 ნოემბერს გააგრძელებენ, სადაც ძალებს თავისუფალი სტილით 200 მეტრ დისტანციაზე მოსინჯავენ.