ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო დღეს ორი ქართველი ასპარეზობს.
კაცებში საქართველოს სახელით გურამ თუშიშვილი [+100 კგ], გოგოებში კი სოფიო სომხიშვილი [+78 კგ] გამოდიან.
ორივე სპორტსმენმა 1/8 ფინალში შეძლო გასვლა.
თუშიშვილმა თავის ბრძოლაში სლოვაკი მარიუს ფიზელი იპონით დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
ასევე იპონით მოიგო თავისი პირველი ორთაბრძოლა სომხიშვილმაც, რომელმაც საწყის წუთებზევე კოლუმბიელი ბრიჯიტ კარაბალი დაამარცხა.
თუშიშვილის მომდევნო მეტოქე გერმანელი ლოსენი კონე იქნება, სომხიშვილი კი კორეელ ჰიონჯი ლის დაუპირისპირდება.