დორტმუნდის ბორუსიას სანდერლენდის ინგლისელი ნახევარმცველის, ჯობ ბელინგემის დამატება სურს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ტრანსფერით თავად უმცროსი ბელინგემიც არის დაინტერესებული, რომელმაც ჯუდის ყოფილ გუნდში გადასვლა პრიორიტეტულ მიზნად დაისახა.
პრობლემას ამ ეტაპზე პრემიერ ლიგაში დაბრუნებული სანდერლენდის პოზიცია ქმნის, რომელსაც ბელინგემის გაშვებაზე არ სურს მოლაპარაკებების გამართვა და მხოლოდ ფეხბურთელის გამოსასყიდ თანხაზე მიუთითებს, რომელიც 40 მილიონ ევროს შეადგენს.
ცნობისთვის, უფროსი ბელინგემიც სწორედ დორტმუნდიდან გადავიდა მადრიდის რეალში და როგორც ჩანს, ჯობსაც თავისი ძმის კვალდაკვალ სურს წასვლა.