EA Sports FC 27-ის ოფიციალური გლობალური რელიზი 2026 წლის 25 სექტემბერს იგეგმება, ხოლო Ultimate Edition-ისა და Ultimate Plus Edition-ის მფლობელები თამაშზე ადრეულ წვდომას 7 დღით ადრე, 18 სექტემბრიდან მიიღებენ.
თამაში ხელმისაწვდომი იქნება PC-ზე (Steam, EA Play, Epic Games), PlayStation 4, PlayStation 5, Xbox One, Xbox Series X/S, Nintendo Switch, Nintendo Switch 2-სა და Amazon Luna-ზე.
თამაშის გარეკანს ოთხწლიანი პაუზის შემდეგ კილიან მბაპე უბრუნდება. Ultimate Plus Edition-ის გარეკანზე კი მბაპესთან ერთად მისი მადრიდის რეალის თანაგუნდელი, ჯუდ ბელინგემი იქნება გამოსახული.
ახალ ვერსიაში წარმოდგენილია 21,000-ზე მეტი ფეხბურთელი, 800-ზე მეტი კლუბი თუ ნაკრები, 140-ზე მეტი სტადიონი და 35-ზე მეტი ლიგა. თამაშს ემატება ახალი სოციალური რეჟიმი The Grounds, სრულად გადამუშავებული სატრანსფერო ბაზარი რეალისტური ფასებითა და გამოსასყიდი პუნქტებით, ასევე FUT Gallery.
გეიმპლეის კუთხით გაუმჯობესდა შეტევაში სივრცის აღქმა, დრიბლინგი კონტაქტის დროს, კუთხურების ჩაწოდების სისტემა და დაცვის ხელოვნური ინტელექტი, რაც უპირატესობას მექანიკურ, მოთამაშის მიერ მართულ დაცვას ანიჭებს.