კრისტალ პალასთან 5-2 მოგებულ მატჩში მანჩესტერ სიტის მეკარე ედერსონმა მორიგი საგოლე გადაცემა მიითვალა, რომელიც მისთვის მეოთხეა ამ სეზონში.
ბრაზილიელ კიპერს ჯამში უკვე 7 ასისტი დაუგროვდა პრემიერ ლიგაში, რაც მეკარეებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია.
ედერსონი - 7
პოლ რობინსონი - 5
დევიდ სიმენი, პეპე რეინა - 4
ალისონ ბეკერი, მარკ კროსლი, ტიმ ჰოვარდი, იუსი იასკელაინენი, პიტერ შმეიხელი - 3
მაგალითისთვის, ედერსონს ამ სეზონში რასმუს ჰოილუნდზე, კოდი გაკპოზე, მარკუს რაშფორდზე, კრისტოფერ ნკუნკუზე, ალეხანდრო გარნაჩოზე, ფილ ფოდენზე, ჯეკ გრილიშზსა და ერლინგ ჰალანდზე მეტი საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული.
VIDEO: გოლების წვიმა ეტიჰადზე - სიტიმ კრისტალ პალასს თამაში მოუტრიალა