კატალონიის ბარსელონასთვის სანაკრებო პაუზა უსიამოვნო სიახლით დაიწყო. ბრაზილიისა და ავსტრალიის ამხანაგურ შეხვედრაში ბარსელონას შემტევმა, რაფინიამ, კუნთის დაზიანება მიიღო.
ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პირველი ტაიმის მიწურულს პენალტი ზუსტად რეალიზა და ანგარიში გაათანაბრა, თუმცა მეორე ტაიმში მოედანზე აღარ დაბრუნებულა და ის ენდრიკმა შეცვალა.
დაზიანების სიღრმე და მოედანზე დაბრუნების ზუსტი თარიღი სამედიცინო შემოწმების შემდეგ გახდება ცნობილი.
ეს სიახლე განსაკუთრებით საგანგაშოა ბარსელონასთვის, რადგან ოქტომბრის ბოლოს გუნდს უმნიშვნელოვანესი მატჩები ელის მადრიდის რეალისა და პარი სენ-ჟერმენის წინააღმდეგ. რაფინია მიმდინარე სეზონში ბრწყინვალე ფორმაშია, მის ანგარიშზე ლალიგის 7 შეხვედრაში 12 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.