ემილიანო მარტინესმა ევროპა ლიგის ფინალში მოტეხილი თითით ითამაშა.
ასტონ ვილას მეკარემ, ემილიანო მარტინესმა ფრაიბურგთან ევროპა ლიგის ფინალური მატჩის წინ, მოთელვისას თითი მოიტეხა, იტყობინება The Telegraph-ის ჟურნალისტი მეთ ლოუ.
აღნიშნული ინფორმაცია მატჩის შემდეგ არგენტინელმა თავადაც დაადასტურა:
„გახურებისას თითი მოვიტეხე და ჩემი აზრით, რაღაც ცუდს ყოველთვის მოაქვს რაღაც კარგი. ამ აზრს მთელი ცხოვრებაა მივყვები და ასეც იქნება.
უნდა ვღელავდე თუ არა? არ ვიცი, აქამდე თითი არასდროს მომიტეხავს. ბურთის ყოველი დაჭერის დროს დისკომფორტს ვგრძნობდი. თუმცა, ასეთი რაღაცებიც უნდა გამოიარო და მე ვამაყობ, რომ ასტონ ვილას ვიცავ."
ინგლისურმა კლუბმა შეხვედრა 3:0 მოიგო და თასი მოიპოვა.
მოთელვის დროს შესამჩნევი იყო, რომ მარტინესს პრობლემები შეექმნა, თუმცა ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ყველაფერი ასე სერიოზულად იყო. არგენტინელმა მეკარემ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.