• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ეპოქის დასასრული ატლეტიკოში - სიმეონეს ემოციური დამშვიდობება გრიზმანთან
ფეხბურთიფეხბურთი

ეპოქის დასასრული ატლეტიკოში - სიმეონეს ემოციური დამშვიდობება გრიზმანთან

5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

გასულ თვეს დადასტურდა, რომ ანტუან გრიზმანი სეზონის ბოლოს ატლეტიკო მადრიდს დატოვებს. 35 წლის ვარსკვლავმა უკვე შეათანხმა პირობები MLS-ის კლუბ ორლანდო სიტისთან, რომელსაც ის ზაფხულში, სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე შეუერთდება.


ეს ნიშნავს, რომ გრიზმანს ატლეტიკოს მაისურით მხოლოდ რამდენიმე მატჩი დარჩა. პირველი მათგანი კი დღეს გაიმართება, როდესაც ატლეტიკო მადრიდი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში ბარსელონას დაუპირისპირდება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე არგენტინელმა მწვრთნელმა ვეტერან ფორვარდს გულწრფელი სიტყვებით მიმართა:


მადლობა ყველაფრისთვის - შენი შრომისთვის და თავმდაბლობისთვის. შენ სამაგალითო ადამიანი ხარ დღევანდელი ბიჭებისთვის და იმ საზოგადოებისთვის, რომელსაც შენნაირი ხალხი სჭირდება. მადლობა ყველაფრისთვის, რაც მოგვეცი, რასაც ახლა გვაძლევ და რის მოცემასაც კიდევ გაიძულებ მომავალში. მადლობა შენი ერთგულებისთვის, იმისთვის, რომ მუდამ პროფესიონალურად იქცეოდი და იცოდი ზღვარი ჩვენს ოჯახურ ურთიერთობასა და მწვრთნელ-მოთამაშის კავშირს შორის. მე შენ ჯერ ფეხბურთელად მიგიჩნევ, შემდეგ კი მეგობრად.


სიმეონემ ასევე აღნიშნა, რომ წინ მნიშვნელოვანი პერიოდია:


დარჩენილია რვა მატჩი ლიგაში, ერთი თასის ფინალი და, ღმერთის ნებით, კიდევ ხუთი თამაში ჩემპიონთა ლიგაზე. მოგიწოდებ, რომ გააგრძელო ამით ტკბობა. მე შენ ძალიან მიყვარხარ. ნებისმიერი ატლეტიკო მადრიდელი აქ რომ იყოს, იგივეს გეტყოდა. მე მათი ხმა ვარ. თუმცა იცი, რომ შენი მწვრთნელი ვარ და თუ ხვალ არ ირბენ მოედანს დატოვებ. მეტი არაფერი. უბრალოდ მინდოდა ეს სიტყვები მეთქვა.


მომდევნო ორი თვე გრიზმანისთვის ძალიან ემოციური იქნება, თუმცა მას საქმე აქვს ბოლომდე მისაყვანი. ატლეტიკო მადრიდი ამ თვეში ესპანეთის თასის ფინალში რეალ სოსიედადს დაუპირისპირდება. გარდა ამისა, გუნდს სურს დაივიწყოს 2014 და 2016 წლების იმედგაცრუება და ბოლოს და ბოლოს ჩემპიონთა ლიგის თასი აღმართოს.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

ატლეტიკო
დიეგო სიმეონე
ლა ლიგა
გრიზმანი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ფლიკმა ბარსელონას განაცხადში ორი ცვლილება შეიტანა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფლიკმა ბარსელონას განაცხადში ორი ცვლილება შეიტანა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ქართული დუელი და ესპანური დაპირისპირება ლიგის 1/4 ფინალში

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ქართული დუელი და ესპანური დაპირისპირება ლიგის 1/4 ფინალში
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"მე მას ყოველთვის დავიცავ" - ფლიკი იამალზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"მე მას ყოველთვის დავიცავ" - ფლიკი იამალზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

იამალი ჰალანდის რეკორდთან ახლოსაა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

იამალი ჰალანდის რეკორდთან ახლოსაა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

1 სთ წინ

ფლიკმა ბარსელონას განაცხადში ორი ცვლილება შეიტანა

News image

8 სთ წინ

ქართული დუელი და ესპანური დაპირისპირება ლიგის 1/4 ფინალში

News image

07 აპრ, 2026

"მე მას ყოველთვის დავიცავ" - ფლიკი იამალზე

News image

07 აპრ, 2026

იამალი ჰალანდის რეკორდთან ახლოსაა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება