ბარსელონა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა, ლამინ იამალის რეაქცია ატლეტიკო მადრიდთან შაბათს მოპოვებული გამარჯვების (2:1) შემდეგ მშვიდად შეაფასა. 18 წლის ფეხბურთელმა მოედანი გაღიზიანებულმა დატოვა და მისი დაწყნარების მცდელობებს ყურადღება არ მიაქცია.
მატჩის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი უკმაყოფილება მეკარეების მწვრთნელის, ხოსე რამონ დე ლა ფუენტეს მისამართით იყო მიმართული, რომელიც მას სათადარიგოთა სკამიდან მითითებებს აძლევდა. ფლიკს ამის შესახებ ჰკითხეს, თუმცა მან აღნიშნა, რომ ასეთი ემოციები ნორმალურია:
შაბათსაც ვთქვი - მან ფლანგზე ყველაფერი სცადა. ჟოაუმ თავისი დუელი მოიგო, რობერტმა კი გოლი მკერდით გაიტანა. უნდა გვესმოდეს, რომ ლამინი 18 წლისაა და რასაც ის აკეთებს, წარმოუდგენელია. როდესაც თამაშს ხელახლა უყურებთ, ხედავთ, როგორ საოცრებებს ჩადის. მან ხუთ ფეხბურთელს აუარა გვერდი და თითქმის გაიტანა. ის მოედნიდან იმედგაცრუებული გავიდა. ის ემოციურია და ეს კარგიცაა. ზოგჯერ ეს გაღიზიანება საკუთარი თავის მიმართაა მიმართული.
მე მას ყოველთვის მხარს დავუჭერ. ფრთხილად უნდა ვიყოთ. ყველაფერი, რასაც ის აკეთებს, აჟიოტაჟის ასატეხად არ ხდება. ის ფანტასტიკური მოთამაშეა. ვუთხარი, რომ მას ყველაფერი შეუძლია და მე მას მუდამ დავიცავ. მნიშვნელოვანია, რომ მან სწორ გარემოში გააგრძელოს ზრდა. ის დიდი ფეხბურთელია და შესაძლოა, მომავალში საუკეთესოც გახდეს.