ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ექვსი წლის შემდეგ - რუსთავი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

ექვსი წლის შემდეგ - რუსთავი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა

3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ის 34-ე ტურში სატურნირო ცხრილის ლიდერი, რუსთავი დინამო თბილისი 2-ს დაუპირისპირდა და 3-0 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში ნიკა ჯაფარიძემ გახსნა, რომელმაც ზედიზედ მე-2 მატჩში გამოიჩინა თავი და სეზონში მე-4 გოლი გაიტანა.

39-ე წუთზე ბრაზილიელმა ჟანმა გაზარდა სხვაობა ორამდე და თავისი მე-13 გოლი მიითვალა ამ სეზონში, მატჩს წერტილი კი განელმა ჯიბრილმა დაუსვა და გია ცეცაძის გუნდმა 3 ქულა ჩაიწერა აქტივში.

ამ შეხვედრის შემდეგ ბოლნისისა და სპაერის დაპირისპირება გაიმართა, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით 3-0 დასრულდა. ბოლნისელებმა სამივე გოლი პირველივე ტაიმში გაიტანეს - სპაერის კარი მაქაცარიამ, სიჭინავამ და ასკურავამ აიღეს.

სპაერის ამ წაგებით კი სეზონის დასრულებამდე 2 ტურით ადრე ეროვნული ლიგა 2-ის ჩემპიონი გაირკვა და ეს რუსთავია, რომელიც მდევარს უკვე 7 ქულით უსწრებს.

შესაბამისად, რუსთავი რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ეროვნულ ლიგაში ბრუნდება.

გუნდი საქართველოს უმაღლესი დივიზიონიდან 2019 წელს გავარდა, 2022 წელს რუსთავმა მეორე ლიგაშიც ვერ შეინარჩუნა ადგილი და დაქვეითდა, თუმცა ეროვნულ ლიგა 2-ში იმავე სეზონში დაბრუნდა.

რუსთავს ეროვნულ ლიგაში გადასვლის შანსი წინა სეზონშიც ჰქონდა, თუმცა პლეიოფში თელავთან დამარცხდა, წელს კი მათ მიზანს მიაღწიეს და მომავალ წელს უმაღლეს დივიზიონში გაატარებენ.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

საქართველო
ქართული ფეხბურთი

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ტაეკვონდოს ევროპის ჩემპიონატი - ქართველებმა 2 მედალი მოიპოვეს

•ქართული

ქართული

ტაეკვონდოს ევროპის ჩემპიონატი - ქართველებმა 2 მედალი მოიპოვეს
•ქართული

ქართული

"დიდებული მატჩი გველოდება" - ხვიჩა კვარაცხელიას პრესკონფერენცია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"დიდებული მატჩი გველოდება" - ხვიჩა კვარაცხელიას პრესკონფერენცია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

2 მედალი პოდგორიცადან - ძიუდოისტები იუნიორთა ევროპის თასზე

•ქართული

ქართული

2 მედალი პოდგორიცადან - ძიუდოისტები იუნიორთა ევროპის თასზე
•ქართული

ქართული

1 ოქრო და 2 ვერცხლი - მოჭადრაკეთა წარმატება გუნდურ მსოფლიოზე

•ქართული

ქართული

1 ოქრო და 2 ვერცხლი - მოჭადრაკეთა წარმატება გუნდურ მსოფლიოზე
•ქართული

ქართული

News image

10 სთ წინ

ტაეკვონდოს ევროპის ჩემპიონატი - ქართველებმა 2 მედალი მოიპოვეს

News image

6 სთ წინ