მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში გამართულ ძიუდოს იუნიორთა ევროპის თასზე, საქართველოს ნაკრებმა 2 მედალი მოიპოვა.
-60 კგ. წონით კატეგორიაში, შოთა ბაჩოშვილმა ფინალურ ბრძოლაში მექსიკელ ედუარდო საგატეგის აჯობა და ჩემპიონობა იზეიმა.
თავის მხრივ, სწორედ საგატეგისთან წააგო ლუკა დარისპანაშვილმა, რომელიც შემდეგ რეპეშაჟის ფინალში დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა.
-81 კგ. წონითი კატეგორიის 1/2 ფინალში, მომავალ ჩემპიონ ახმედ ახმედოვთან დამარცხდა ნიკოლოზ კურდღელაშვილი, რომელმაც რეპეშაჟის ფინალში კვიპროსელ სტეფანოს ლაზარიდესს აჯობა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ტურნირში 25 ქვეყნის 219 სპორტსმენი მონაწილეობდა.