საბერძნეთის ქალაქ სალონიკში გამართულ კადეტთა ევროპის თასზე, საქართველოს ნაკრებმა 14 მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.
საერთო ჯამში, ჩვენმა გუნდმა 3 ოქროს, 5 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი მოიგო - ჩემპიონები იაგო სამსიანი (-73 კგ.), ლუკა აბგაიძე (-90 კგ.) და ნიკოლოზ აფციაური (+90 კგ.) გახდნენ.
ტურნირის ვიცე-ჩემპიონის სტატუსი ნიკოლოზ ფალელაშვილმა (-60 კგ.), ნიკა ბრეგვაძემ (-66 კგ.), გიორგი მჭედლიშვილმა (-73 კგ.), ოთარ ჯაფარიძემ (- 90 კგ.) და მაია ღვალაძემ (+70 კგ.) მიიღეს, ხოლო ბრინჯაოს მედალოსნები თორნიკე მდინარაძე (-55 კგ.), გიგი კეკვიაშვილი (-66 კგ.), გიორგი გეწაძე (-73 კგ.), ლუკა ბუზიაშვილი (-81 კგ.), თამარ გამიაშვილი (-63 კგ.) და ნია ქაფიანიძე (+90 კგ.) არიან.