შვეიცარიაში გამართულ ტაეკვონდოს ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა 2 მედალი მოიპოვა - ორივე ბრინჯაო.
სენიორებს შორის, 80 კგ. წონით კატეგორიაში, ზურა კინწურაშვილმა 1/2 ფინალამდე გააღწია, იქ უკრაინელ კირილო ჰურნოვთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
იუნიორებს შორის, 73 კგ. წონით კატეგორიაში, ნიკა გოგობერიძემ 1/2 ფინალური შეხვედრა ესპანეთის სახელით მოასპარეზე ალექსანდრ ჰაკობიანთან დათმო.