ბრუნო ფერნანდეში პრემიერლიგის რეკორდის მოხსნასთან ახლოსაა.
მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველი, ბრუნო ფერნანდეში, პრემიერ ლიგის მარტის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ეს პორტუგალიელისთვის ინგლისის უმაღლეს დივიზიონში მიღებული რიგით მეექვსე მსგავსი ჯილდოა.
ამ მაჩვენებლით ბრუნო სულ უფრო უახლოვდება ისტორიულ რეკორდს. პრემიერ ლიგის არსებობის მანძილზე მასზე მეტი აღიარება მხოლოდ სამ ფეხბურთელს აქვს მოპოვებული:
თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ბრუნოს მსგავსად 6-ჯერ აქვთ მოგებული კრიშტიანუ რონალდუს და სტივენ ჯერარდს, 5-5-ჯერ კი უეინ რუნის და რობინ ვან პერსის.