ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე გურამ თუშიშვილმა ნახევარფინალში შეძლო გასვლა.
1/4 ფინალურ ორთაბრძოლაში ქართველმა ჯუდოკამ აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაური იპონით მოიგო და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
ფინალში გასვლისთვის თუშო კორეელ კიმ მინჯონგს დაუპირისპირდება, რომელმაც თავის მხრივ ჩეხი კრპალეკი დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ დღეს მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო დღე იმართება, ამ დრომდე საქართველოს 3 მედალი აქვს მოპოვებული: ეთერ ლიპარტელიანმა ოქრო მოგვიტანა, ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლი, ლუკა მაისურაძემ კი ბრინჯაო.