სადიო მანემ რიო ფერდინანდთან ინტერვიუში მოჰამედ სალაჰთან ურთიერთობაზე ისაუბრა.
„ის დიდებული მოთამაშეა. ყველა ერთს ამბობს, რომ თითქოს ჩვენ შორის მეტოქეობა იყო. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს ცუდი რამ იყო. ვფიქრობ, მო ძალიან კარგი ბიჭია. მოედანზე ზოგჯერ მაძლევდა პასს, ზოგჯერ არა. მხოლოდ ბობი (ფირმინო) იყო, ვინც ბურთს გვიზიარებდა.
კარგად მახსოვს ბარნლისთან თამაში, როცა ნამდვილად, გავბრაზდი, იმიტომ რომ პასი არ მომცა. ძალიან, ძალიან გაბრაზებული ვიყავი თამაშის შემდეგ. მეორე დღეს სალაჰი მოვიდა ჩემთან. უნდოდა ლაპარაკი, მაგრამ არ იცოდა რა და როგორ ეთქვა.
ეგონა, რომ მასზე გაბრაზებული ვიყავი, იმიტომ რომ თამაშის შემდეგ ერთმანეთს აღარ შევხვედრილვართ და პირდაპირ სახლში წავედით. მეორე დღეს მოვიდა ჩემთან და მეუბნება: ‘შეიძლება ვისაუბროთ?’ ვუთხარი, ‘კარგი, პრობლემა არაა.’
მან მითხრა: ‘გგონია, რომ პასის მოცემა არ მინდოდა? მე ვერ გავიტანე. ბობიმ გაიტანა. მაგრამ როცა ბურთი მივიღე, არ მიფიქრია და ვერც გხედავდი. რომ დამენახე, პასს მოგცემდი. უბრალოდ ბურთი მქონდა და დარტყმა მინდოდა. არაფერი მქონდა შენ წინააღმდეგ და მართლა, რომ დამენახე, პასს გავაკეთებდი.’
მე ვუთხარი: ‘არ ინერვიულო. რაც იყო, იყო. გავბრაზდი, იმიტომ რომ ვფიქრობდი, რომ შენი ხარისხის მქონე მოთამაშეს უფრო ხშირად შეგიძლია პასი მომცე.’ ვფიქრობ, ამ დღის მერე კიდევ უფრო დავახლოვდით. ხანდახან ისევ ხდებოდა ასეთები, მაგრამ მო, ჩვეულებრივ, როცა ბურთს ხედავს, სხვას ვეღარავის ამჩნევს." - განაცხადა სენეგალელმა.