• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
"ეს ჩემი ყველაზე საამაყო მიღწევაა" - დევიდ ბექჰემი რაინდად აკურთხეს
ფეხბურთიფეხბურთი

"ეს ჩემი ყველაზე საამაყო მიღწევაა" - დევიდ ბექჰემი რაინდად აკურთხეს

04 ნოე, 2025 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

სერ დევიდ ბექჰემი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამემ ბუკინგემის სასახლეში რაინდად აკურთხა.


ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი სპორტსა და საქველმოქმედო საქმიანობაში გაწეული საქმიანობისთვის დააჯილდოვეს. ბექჰემს ბუკინგემის სასახლეში თან მისი მეუღლე, ვიქტორია და მშობლები, ტედი და სანდრა ახლდნენ.


„მონარქია ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენს ოჯახში. სამეფო ოჯახი ყოველთვის დიდ როლს თამაშობდა და ყოველთვის უდიდესი პატივისცემა მქონდა მათ მიმართ. როცა მსოფლიოს გარშემო ვმოგზაურობ და ადამიანები მეკითხებიან ჩვენს სამეფო ოჯახზე, ეს აჩვენებს, რამდენად დიდ პატივს სცემენ მათ.


დღეს აქ ყოფნა და მეფის ხელით რაინდად წოდება, მართლაც არარეალური განცდაა. უბრალოდ ვიმედოვნებდი, რომ ყველაფერს სწორად გავაკეთებდი. პროცედურებს წინასწარ გვიხსნიან, როგორ უნდა მოიქცე, და როცა ხედავ მის უდიდებულესობას, მეფეს, რომელიც გიღებს და ელეგანტურად და მომხიბვლელად იქცევა, ეს მართლაც განსაკუთრებული წამია.


როდესაც მითხრეს, რომ ეს პატივი მხვდა წილად, ეს მართლაც განსაკუთრებული მომენტი იყო. გამიმართლა, რომ კარიერაში ბევრი რამ მოვიგე, ვითამაშე ჩემი ქვეყნის ნაკრებში და ვყოფილვარ კაპიტანი, მაგრამ უდავოდ, ესაა ის მომენტი, რომელიც ყველაზე მეტად მეამაყება.


რამდენიმე მიზეზით, არა მხოლოდ ჩემი კარიერისთვის ან სპორტისთვის, არამედ საქველმოქმედო საქმიანობისთვის, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი საქველმოქმედო საქმე არასდროს ყოფილა ვალდებულება, ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ მიყვარს, იმიტომ რომ შემიძლია სხვების დახმარება და ცვლილების მოტანა. გულწრფელად რომ გითხრათ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რაინდის წოდების მიღება არა მხოლოდ სპორტში მიღწეული წარმატებებისთვის, არამედ იმ საქმისთვისაც, რასაც ბავშვებისთვის ვაკეთებ.


შესანიშნავია, რომ მაქვს პრემიერლიგის 6 ტიტული და რამდენიმე სხვა ჯილდო, მაგრამ ეს უდავოდ ჩემი ყველაზე საამაყო მიღწევა იქნება.“ - განაცხადა სერ დევიდ ბექჰემმა ჟურნალისტებთან.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ბექჰემი
ინგლისი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

დეკლან რაისი ტრავმირებულია?

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

დეკლან რაისი ტრავმირებულია?
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ნევილი: „მე ვოლვოსავით დავრბოდი, ბელინგემი კი ასტონ მარტინია"

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ნევილი: „მე ვოლვოსავით დავრბოდი, ბელინგემი კი ასტონ მარტინია"
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

„ეს თამაშზე იმაზე მეტ გავლენას ახდენს, ვიდრე ვიფიქრებდი", - ტუხელი

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

„ეს თამაშზე იმაზე მეტ გავლენას ახდენს, ვიდრე ვიფიქრებდი", - ტუხელი
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ნულოვანი ფრე - ინგლისმა განას ვერაფერი მოუხერხა

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ნულოვანი ფრე - ინგლისმა განას ვერაფერი მოუხერხა
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

News image

21 ივნ, 2026

დეკლან რაისი ტრავმირებულია?

News image

21 ივნ, 2026

ნევილი: „მე ვოლვოსავით დავრბოდი, ბელინგემი კი ასტონ მარტინია"

News image

23 ივნ, 2026

„ეს თამაშზე იმაზე მეტ გავლენას ახდენს, ვიდრე ვიფიქრებდი", - ტუხელი

News image

23 ივნ, 2026

ნულოვანი ფრე - ინგლისმა განას ვერაფერი მოუხერხა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება