• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ეს დღეც დადგა - დიდი მატჩი დინამო არენაზე!
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

ეს დღეც დადგა - დიდი მატჩი დინამო არენაზე!

03 სექ, 2025 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ეს ნანატრი დღეც დადგა - საქმეში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები გვიბრუნდება.


დღეს, 4 სექტემბერს, დინამო არენაზე მეზობლების უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება გაიმართება - საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს კარგად ნაცნობი თურქეთის წინააღმდეგ გამართავს.


კარგად ნაცნობი პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენი გზები არც ისე დიდი ხნის წინ - ჩვენთვის ისტორიულ ევრო 2024-ზე გადაიკვეთა, რომელზეც სადებიუტო შეხვედრა სწორედ თურქების წინააღმდეგ გავმართეთ.


მართალია, თამაში 1:3 წავაგეთ, თუმცა იმ დროს ამ მატჩზე მხოლოდ ზარმაცი თუ არ ლაპარაკობდა - ბევრის აზრით, ტურნირის საუკეთესო და ყველაზე საინტერესო შეხვედრა სწორედ ეს იყო, რომელშიც ინტრიგა ბოლო წამამდე ცოცხალი იყო და მაყურებელმა ორმრხივი შეტევები და ლაღი ფეხბურთი იხილა.


დღევანდელ თამაშს საქართველოს ნაკრები დიდი დანაკლისით ხვდება - თუ ევრო 2024-ზე ნახევარდაცვაში ოთარ კიტეიშვილი მოვისაკლისეთ, დღეს მის გარდა მოედანზე ვერ გავა გიორგი ჩაკვეტაძეც, რაც ვილი სანიოლისთვის უდიდესი დარტყმაა, რადგან კიტეც და ჩაკვეც ქოჩორასთან ერთად ნახევარდაცვის ლიდერები და გუნდის წამყვანი მოთამაშეები არიან.


ფრანგ სპეციალისტს სიტუაციიდან გამოსვლა და რაიმეს მოფიქრება მოუწევს - ევროპის ჩემპიონატზე კიტეიშვილი მექვაბიშვილმა შეცვალა, რომელსაც სასტარტოში დღესაც ელიან, ხოლო ჩაკვეს შემცვლელთან დაკავშირებით ვილის გეგმები ამ ეტაპზე უცნობია. არ არის გამორიცხული, პირდაპირ სასტარტოში ადგილი ანდონ ნოდარ ლომინაძეს, რომელიც 21-წლამდე ნაკრების ლიდერია, თუმცა ეროვნულში საერთოდ პირველად უხმეს.


მთლიანობაში საკადრო სიტუაცია ჩვენს ნაკრებს არც ისე სახარბიელო აქვს - ტრავმირებულების შესახებ მოგახსენეთ. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ მცირე დისკომფორტი ახლახანს მოირჩინა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც ამის გამო პსჟ-ს ბოლო სამ მატჩს თადარიგში იწყებდა. გიორგი მამარდაშვილს კი ამ სეზონში ჯერ ლივერპულის შემადგენლობაში ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია. ისევე, როგორც ლუკა გუგეშაშვილს. თავისი ძირითადი მეკარეების უთამაშებლობით უკმაყოფილება ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე ღიად გამოხატა. 


საბედნიეროდ, ამხელა პრობლემების გადატანა საკუთარ, მაყურებლებით გადავსებულ დინამო არენაზე მოგვიწევს. 


საკვალიფიკაციო ეტაპის კარგად დაწყება ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს მაშინ, როცა საკმაოდ რთულ ჯგუფში მოვხვდით ევროპის მოქმედ ჩემპიონთან. ამიტომ, ასეთ ვითარებაში ნებისმიერი ქულა და მითუმეტეს გამარჯვება შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს.


ბუკმეიკერთა აშკარა ფავორიტი ვინჩენცო მონტელას გუნდია, თუმცა ჩვენს ნაკრებს ფავორიტების დამარცხება და ერთგვარი სენსაციების დამყარება ყოველთვის უყვარდა.


ურთიერთშეხვედრები


თურქეთსა და საქართველოს შორის ისტორიაში 6 მატჩია ჩატარებული - ერთი გამარჯვება ჩვენ მოვიპოვეთ (2007 წლის ამხანაგურ შეხვედრაში), 1 მატჩი ფრედ დასრულდა (2004 წელს), 3-ჯერ კი დავმარცხდით. 


ამ 6 შეხვედრაში საქართველომ მეტოქის კარში 6 გოლის გატანა შეძლო, საკუთარში კი 15 მიიღო.


სავარაუდო შემადგენლობები


საქართველო: მამარდაშვილი, აზაროვი, კაშია, გოგლიჩიძე, ლოჩოშვილი, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი, ლომინაძე, დავითაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე


თურქეთი: ჩაკირი, მულდური, აკაიდინი, ბარდაკჯი, ელმალი, იუკსეკი, ჩალჰანოღლუ, აიდინი, გიულერი, ილდიზი, აკტურკოღლუ.


შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე, საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაიწყება.

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

საქართველოს ეროვნული ნაკრები
საქართველო

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ნაკრების სრული კრახი დგებუაძის ზღაპრულ მატჩში - როგორ მოახერხეს ეს?!

•კალათბურთი

კალათბურთი

ნაკრების სრული კრახი დგებუაძის ზღაპრულ მატჩში - როგორ მოახერხეს ეს?!
•კალათბურთი

კალათბურთი

რომელ ეტაპზეა გორგოძე ამერიკულ ტურნირზე?

•ქართული

ქართული

რომელ ეტაპზეა გორგოძე ამერიკულ ტურნირზე?
•ქართული

ქართული

როგორი შემადგენლობით მიდის საქართველო ევროპის ჩემპიონატზე

•ქართული

ქართული

როგორი შემადგენლობით მიდის საქართველო ევროპის ჩემპიონატზე
•ქართული

ქართული

ვინც სერბეთთან 2:15 ნახა, ამ შედეგს ვერ წარმოიდგენდა

•ქართული

ქართული

ვინც სერბეთთან 2:15 ნახა, ამ შედეგს ვერ წარმოიდგენდა
•ქართული

ქართული

News image

08 აგვ, 2026

ნაკრების სრული კრახი დგებუაძის ზღაპრულ მატჩში - როგორ მოახერხეს ეს?!

News image

08 აგვ, 2026

რომელ ეტაპზეა გორგოძე ამერიკულ ტურნირზე?

News image

08 აგვ, 2026

როგორი შემადგენლობით მიდის საქართველო ევროპის ჩემპიონატზე

News image

08 აგვ, 2026

ვინც სერბეთთან 2:15 ნახა, ამ შედეგს ვერ წარმოიდგენდა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება