VIDEO: როდის ითამაშა ბოლქვაძემ დიდი სლემის ძირითად ბადეში ბოლოს?
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მარიამ ბოლქვაძემ 2026 წლის US Open-ის საკვალიფიკაციო ეტაპი გამარჯვებით დაიწყო და ძირითად ბადეში მოსახვედრად ბრძოლას აგრძელებს.
28 წლის ქართველ ჩოგბურთელს დიდი სლემის ტურნირების მთავარ ეტაპზე აქამდე მხოლოდ ორჯერ აქვს ნათამაშები - პირველად სწორედ US Open-ზე და მეორედ წლევანდელ უიმბლდონზე.
მარიამმა 2019 წლის US Open-ზე 3 შესარჩევი რაუნდი გაიარა, ძირითადი ბადის პირველ წრეში კი ამერიკელ ბერნარდა პერას მოუგო (6:3; 5:7; 6:4) და მეორე რაუნდში იმ დროისთვის მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ჩოგბურთელს, კაროლინა პლიშკოვას მეტოქე გახდა.
პლიშკოვა იმ ტურნირზე მე-3 ნომრად გახლდათ განთესილი და ბათუმში დაბადებულ ქართველ მოწინააღმდეგეს ორ სეტში აჯობა - 6:1; 6:4. შეხვედრის საუკეთესო მომენტებს სტატიის ქვემოთ, ვიდეოს სახით, შემოგთავაზებთ.
კაროლინა პლიშკოვა მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანია, თუმცა დიდი სლემის ტურნირი არასდროს მოუგია - ამერიკის ღია პირველობასა და უიმბლდონზე ფინალები აქვს წაგებული.
მარიამ ბოლქვაძეს, US Open-ის წლევანდელი გათამაშების ძირითად ბადეში გასასვლელად, კიდევ ორი მატჩის მოგება სჭირდება.
მისი შემდეგი მეტოქე 21 წლის რუსი ალევტინა იბრაგიმოვაა (218-ე ჩოგანი), რომელმაც კვალიფიკაციაზე მე-15 ნომრად განთესილ სლოვაკ რებეკა შრამკოვას ორ სეტში აჯობა.