მარიამ ბოლქვაძემ აშშ-ის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა დაიწყო.
მსოფლიო რეიტინგში 418-ე ადგილზე მყოფი ქართველი ჩოგბურთელი პირველ მატჩში რუს ერიკა ანდრეევას დაუპირისპირდა, რომელიც რეიტინგში 214-ე ადგილზე იმყოფება.
მატჩი 1 საათი და 52 წუთი გაგრძელდა და ბოლქვაძის გამარჯვებით 2 სეტში 6-4, 7-6 დასრულდა. მარიამმა მე-2 სეტის ტაიბრეიკზე 7-5 იმარჯვა.
ქართველი US Open-ის კვალიფიკაციის მე-2 ეტაპზე გავიდა, სადაც ასევე რუს ალევტინა იბრაგიმოვას დაუპირისპირდება.
იბრაგიმოვამ, რომელიც რეიტინგში 218-ე ადგილს იკავებს, პირველ ეტაპზე სლოვაკ შრამკოვას 2 სეტში აჯობა.
მარიამ ბოლქვაძისა და ალევტინა იბრაგიმოვას მატჩი 26 აგვისტოს გაიმართება.