ბარსას მეკარემ ვოიცეხ შესნიმ ჰანსი ფლიკის სათამაშო ფილოსოფიაზე კრიტიკულად ისაუბრა.
„ეს საჩემო ფეხბურთი არ არის. ის, რაც ბარსელონამ წინა სეზონში გააკეთა - დიდებულია. გულშემატკივრებისთვის ყველაფერი ძალიან კარგად ჩანს. თუმცა, ეს არ არის ჩემი ფეხბურთი და წარმატებაც კი ვერ მიცვლის აზრს და გემოვნებას.
გუნდს შეეძლო რომ ხიფათი ეგრძნო და 90-ვე წუთი ერთნაირი სცენარით არ ეთამაშა. ეს სერიოზული კრიტიკა არ არის, უბრალოდ ჩემს აზრს ვამბობ.
მე მეკარე ვარ და როცა 4:0-ს ვიგებთ, ბიჭებს სურთ რომ ანგარიში 5:0 გახადონ და სხვა ყველაფერი ავიწყდებათ. ჩემთვის ეს ძალიან საწყენია.
მეკარესაც სურს კარის მშრალად შენახვა. ბიჭებს კი გოლების გატანა და სიამოვნების მიღების გაგრძელება სურთ, რაც ჩემთვის რთულია." - აღნიშნა ბარსას გოლკიპერმა.