ჩაბი ალონსომ ლა ლიგის მატჩების მაიამიში ჩატარების პროტესტანტებს მხარი დაუჭირა.
უეფამ ლა ლიგას ოფიციალურად დართო ნება, რომ ლა ლიგის მატჩი ვილიარეალი - ბარსელონა მაიამიში ჩაატაროს. შეხვედრა 20 დეკემბერს გაიმართება.
ესპანეთის ფეხბურთელთა ასოციაციამ გუშინ სიმბოლური პროტესტის შესახებ გამოაცხადა - ყველა თამაში 15-წამიანი უქმობით დაიწყება, ფეხბურთელები თამაშზე უარს სიმბოლურად იტყვიან.
„ჩემი აზრი ისეთივეა, როგორიც ორი თვის წინ - ამის წინაღმდეგი ვარ და მიმაჩნია, რომ ეს ტურნირის ფალსიფიცირებას ახდენს.
პროტესტები პოზიტიური ნიშანია, რომელიც ბევრი კლუბის პოზიციას აჩვენებს. ყველა კლუბი ერთსულოვანია." - აღნიშნა რეალის მთავარმა მწვრთნელმა.