ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს, საქართველოსთან და ბულგარეთთან გასამართი მატჩებისას, კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა.
მადრიდის რეალის მცველ დან ჰაუსენს კუნთის პრობლემა აქვს, რაც მას უახლოეს შეხვედრებში მონაწილეობის საშუალებას არ აძლევს და სიტისა და ალ-ნასრის ყოფილი უკანახაზელით - ემერიკ ლაპორტით (ამჟამად ბილბაოშია) ჩაანაცვლეს. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა.
ასევე, დაზუსტებულად ვიცით, რომ ჰაუსენის გარდა, ფურია როხას ოქტომბრის მატჩებში ლამინ იამალი, როდრი, ფაბიან რუისი, ნიკო უილიამსი, ფერმინ ლოპესი და დანი კარვახალი არ ეყოლება. შესაბამისად, ლუის დე ლა ფუენტეს გუნდის დანაკლისი უკვე 7-კაციანია.
ესპანელები 11 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრებს ელჩეში უმასპინძლებენ, 14 რიცხვში კი ბულგარეთს ვალიადოლიდში დაუხვდებიან.