მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება.
ესპანურ შეკრებაზე საქართველოს ნაკრებს MMA-ის მებრძოლი, გურამ ქუთათელაძე ესტუმრა და ნაკრებს ესპანეთთან შეხვედრაში წარმატებები უსურვა.
გურამ ქუთათელაძეს ნაკრებისგან ეროვნული გუნდის მაისური გადაეცა. შეხვედრის დასრულებისას, მებრძოლმა ნაკრების წევრებთან და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ერთად სამახსოვრო ფოტო გადაიღო.
ესპანეთი - საქართველოს შეხვედრა 11 ოქტომბერს, ელჩეში, ესტადიო მანუელ მარტინეს ვალეროზე გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.