• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ევრო 2024 - მეორე 1/2 ფინალი, ანუ ვინ შეუერთდება ესპანეთს
ფეხბურთიფეხბურთი

ევრო 2024 - მეორე 1/2 ფინალი, ანუ ვინ შეუერთდება ესპანეთს

10 ივლ, 2024 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ევრო 2024-ზე ბოლოსწინა სათამაშო დღე გვაქვს და შესაბამისად, დღეს გავიგებთ, თუ ვინ დაუპირისპირდება ფინალში ესპანეთს 14 ივლისს.


ნიდერლანდები - ინგლისი [23:00]


მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გარეტ საუთგეიტს მხოლოდ ზარმაცი თუ არ აკრიტიკებს. ბევრისთვის უბრალოდ გაუგებარია, რანაირად ხერხდება, რომ შეტევაში ფოდენის, კეინის, ბელინგემის და საკას დონის ვარსკვლავები 90 წუთში კარში ან ვერ, ან მაქსიმუმ ერთხელ ურტყამენ. ინგლისელი სპეციალისტი ფრთხილ ტაქტიკაზე აკეთებს აქცენტს და ხშირად სამი ლომის თამაში ყურებადიც კი არ არის, რამაც ხალხის უკმაყოფილება მსოფლიო მასშტაბით გამოიწვია - ის კი არა, ტრიბუნაზე ჩაძინებული არაერთი გულშემატკივრის ფოტოებიც, ინგლისის მატჩების შემდეგ, ხშირად ვრცელდება.


ნიდერლანდები გაცილებით სხვანაირ ფეხბურთს თამაშობს - კუმანის გუნდი ჯგუფიდან მე-3 ადგილით გავიდა, თუმცა საპლეიოფო ბადეში შედარებით გაუმართლა და როცა პარალელურად ესპანეთი გერმანიასა და საფრანგეთს ებრძოლება, ნარინჯისფერები ნახევარფინალამდე რუმინეთის და თურქეთის გავლით მოვიდნენ. 


ინგლისი ჯგუფიდან 5 ქულით და პირველი ადგილით გავიდა, 1/8 ფინალში კი გავარდნის ზღვარზე გაიარა, როცა სლოვაკეთთან ანგარიში ჯუდ ბელინგემმა მატჩის 95-ე წუთზე, ულამაზესი მაკრატელათი შეძლო. ცნობისთვის, იმ მატჩში ეს ინგლისის პირველი ზუსტი დარტყმა იყო. თანაც, მიუხედავად იმისა, რომ გუნდი თითქმის მთელი მატჩის მანძილზე მარცხდებოდა.


1/4 ფინალში ინგლისელების მეტოქე შვეიცარია იყო, რომელიც მეორე ტაიმში დაწინაურდა და თითქოს, იტალიის შემდეგ, ზედიზედ მეორე მსოფლიო ჩემპიონის გამოგდებასაც მიუახლოვდა, თუმცა საკამ შორეული გასროლით შეძლო წონასწორობის აღდგენა და საქმე პენალტებამდე მივიდა, სადაც ინგლისმა ევროპის ჩემპიონატებზე 1996 წლის შემდეგ პირველი სერიის მოგება შეძლო.


ნიდერლანდებზე კი გითხარით, რომ გუნდმა პლეი-ოფში რუმინეთი და თურქეთი დაამარცხა, მაგრამ ახლა ცოტა გაგიშლით. 


ჯგუფში კუმანის გუნდმა მხოლოდ პოლონეთს მოუგო და 4 ქულით მე-3 ადგილზე გავიდა, თუმცა ამან გუნდი პლეი-ოფის კარგ მხარეში მოახვედრა - გუნდმა რუმინეთს დამაჯერებლად მოუგო (3:0), თურქეთთან კი მარცხდებოდა, თუმცა მატჩის თავდაყირა დაყენება შეძლო და 2:1 მოიგო.


ინგლისისა და ნიდერლანდების დაპირისპირების ისტორია 31 მატჩს ითვლის, საიდანაც 13 გამარჯვება ინგლისელებმა მოიპოვეს, 9 ნიდერლანდებმა, კიდევ 9 შემთხვევაში კი ფრე დაფიქსირდა.


უკანასკნელი შეხვედრა 2019 წლის ერთა ლიგაზე შედგა, სადაც ნიდერლანდებმა დამატებით დროში 3:1 მოიგო, ინგლისმა ბოლო გამარჯვებას კი 2018 წელს, ამხანაგურში მიაღწია (1:0).


მსხვილ ტურნირებს რაც შეეხება, გუნდები ერთმანეთს მხოლოდ მეოთხედ დაუპირისპირდებიან - აქამდე, მათი შეხვედრა ევრო 1988-ზე (ნიდერლანდები 3:1), 1990 წლის მსოფლიოზე (0:0) და ევრო 1996-ზე (ინგლისი 4:1) შედგა.


სავარაუდო შემადგენლობები:


ნიდერლანდები: ვერბრიუგენი, დუმფრისი, დე ვრეი, ვან დაიკი, აკე, შოუტენი, სიმონსი, რეინდერსი, მალენი, დეპაი, გაკპო


ინგლისი: პიკფორდი, უოკერი, სტოუნსი, გუეჰი, საკა, მეინუ, რაისი, შოუ, ბელინგემი, ფოდენი, კეინი.

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

ევრო 2024
ევროპის ჩემპიონატი
ინგლისი
ინგლისის ნაკრები
ნიდერლანდები
ნიდერლანდების ნაკრები

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

საფეხბურთო კლუბი, რომელსაც თამაში ეკრძალება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

საფეხბურთო კლუბი, რომელსაც თამაში ეკრძალება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

როგორ დაშავდა 7 ადამიანი საფეხბურთო მატჩზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

როგორ დაშავდა 7 ადამიანი საფეხბურთო მატჩზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ინფანტინოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ინფანტინოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რა გახდა იტალიაში ბრიტანელთა ახალი ტალღის მიზეზი?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რა გახდა იტალიაში ბრიტანელთა ახალი ტალღის მიზეზი?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

26 აგვ, 2026

საფეხბურთო კლუბი, რომელსაც თამაში ეკრძალება

News image

26 აგვ, 2026

როგორ დაშავდა 7 ადამიანი საფეხბურთო მატჩზე

News image

27 აგვ, 2026

ინფანტინოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

News image

28 აგვ, 2026

რა გახდა იტალიაში ბრიტანელთა ახალი ტალღის მიზეზი?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება