ევრო 2024-ზე მომენტების ყველაზე ცუდი რეალიზაცია კრიშტიანუ რონალდუმ გამოავლინა.
პორტალმა WhoScored შეადგინა რეიტინგი იმ ფეხბურთელების რეიტინგი, რომელთაც ევროზე ყველაზე მაღალი მოსალოდნელი გოლების კოეფიციენტი (xG) გაანიავეს.
პირველი ადგილი კრიშტიანუ რონალდუმ დაიკავა, რომელმაც 3.5 მოსალოდნელი გოლის კოეფიციენტიდან ვერცერთი გოლი ვერ გაიტანა.
ტოპ-10 ასე გამოიყურება:
1. კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია) - 3.5 xG
2. კაი ჰავერცი (გერმანია) - 3.5 xG
3. რომელუ ლუკაკუ (ბელგია) - 2.3
4-5. კილიან მბაპე (საფრანგეთი) - 2
4-5. მემფის დეპაი (ნიდერლანდები) - 2.
6. ალექსანდარ მიტროვიჩი (სერბეთი) - 1.8
7. ანტუან გრიზმანი (საფრანგეთი) - 1.7
8-9. ლამინ იამალი (ესპანეთი) - 1.5
8-9. რასმუს ჰოილუნი (დანია) - 1.5
10. ანტე ბუდიმირი (ხორვატია) - 1.5.